ტრადიციული მითოლოგია

ტრადიციული მითოლოგია
ჯ. კემპბელის განმარტებით, ოთხი ფუნქცია აქვს, რომელთაგან პირველი ცნობიერების შეთანხმება, შერიგებაა საკუთარი არსებობის წინაპირობებთან (მისტიკური ან მეტაფიზიკური ფუნქცია); მეორე – სამყაროს სახის, კოსმოლოგიური სახის გამოხატვაა, გადმოცემაა, რომელშიც ყველაფერი ერთი დიდი საკრალური სურათის, ხატის ნაწილად უნდა მოიაზრებოდეს (კოსმოლოგიური ფუნქცია); მესამე – ტრადიციული ფუნქციაა, სპეციფიკური სოციალური წესრიგის განმტკიცება და შენარჩუნება. იგი ხსნის და ამართლებს მორალურ კოდს, როგორც უპირობო კონსტრუქციას (სოციოლოგიური ფუნქცია). ბოლოს, მეოთხე, რომელიც ამ სამივე ფუნქციის საფუძველშია და მის საყრდენს წარმოადგენს, არის ფსიქოლოგიური (რაც გულისხმობს ინდივიდების ჩამოყალიბებას მათი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიზნებისა და იდეალების მიხედვით, რომელთაც ისინი დაბადებიდან სიკვდილამდე ატარებენ)
Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»